ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ეკა ბესელიამ “გამშიფრა” – ელისაშვილი ბესელიას ეხმაურება

ალეკო ელისაშვილი ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„გამშიფრეს :)))))) ჟურნალისტებო ძალიან გთხოვთ ბესელია-კობახიძე რამდენი ასეთ საოცრებას იტყვიან იმდენი ნუ მიფეთქებთ ტელეფონს. ბესელია-კობახიძეს აქვთ, რა თქმა უნდა, ფანტაზიის უფლება მაგრამ მათ ფანტაზიებს ჩემთან მუდმივად ნუ გადაამოწმებთ ხოლმე
ძალიან გარკვევით გავიმეორებ: მე ველოდები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას! ხოლო მანამდე:
ა) შეუჩერდეს ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრობა
ბ) შეუჩერდეს გამოძიების დასრულებამდე მანანა კობახიძეს პარლამენტის ვიცე სპიკერის თანამდებობრივი უფლებამოსილება
გ) გიორგი გოგაძეს შეუჩერდეს გამოძიების დასრულებამდე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის უფლებამოსილება

“ამან ის თქვა, იმაზე რას უპასუხებთ” – არ მაინტერესებს.“

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილს მატყუარა და ქალთმოძულე უწოდა. თემა ე.წ. „კოკაინის საქმეს“ ეხება.

 

იტვირთბა....