ახალი ამბები მთავარი სამართალი

21 წლის გოგა კვარაცხელიას მკვლელობა კვლავ გაუხსნელია

 

ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა კვლავაც გაუხსნელია. როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო ცხადაძემ განუცხადა, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბუდაპეშტის ქუჩაზე, 21 წლის გოგა კვარაცხელიას  ორჯერ ესროლეს, ერთი ტყვია მას თავის არეში მოხვდა. კვარაცხელია რესპუბლიკურ საავადმყოფოში  საკუთარმა მშობლებმა მიიყვანეს. ახალგაზრდა მიყვანისთნავე გარდაიცვალა.

შემთხვევა პარასკევს  თბილისის ცენტრში მოხდა.

იტვირთბა....