ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან 9 წლის ბავშვი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ნაბაკევში, 20-ზე მეტი ქართველი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

დაკავებულთა შორის ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც გალში მშობელთან მიდიოდა. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის დაკავებულები, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც, ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩებიან. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიეწოდა.

იტვირთბა....