ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო სამართალი

თურქეთში სირიელი ჟურნალისტი მოკლეს

თურქეთში ცნობილი სირიელი ჟურნალისტი ნაჯი ჯერფი მოკლეს, რომელმაც  ISIS წინააღმდეგ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ინფორმაციას Russia Today ავრცელებს.

თურქეთში ჟურნალისტის მკვლელობის უკვე მესამე შემთხვევაა, ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ნაჯი ჯერფმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც აღწერა „ისლამური სახელმწიფოს“ ძალადობრივი რეჟიმი. ამ ფილმისთვის რეჯეფს ნოემბერში საერთაშორისო პრესის თავისუფლების ჯილდო გადასცეს.

ჟურნალისტი იმ შენობასთან მოკლეს, სადაც სხვა სირიელ ჟურნალისტებთან ერთად მუშაობდა. თურქული მედიის ცნობით, შენობაზე სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული, რომელთაც  უნდა დაეფიქსირებინათ მკვლელი.

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტის მკვლელობა რაც შეიძლება მალე უნდა გამოიძიოს.

„ოქტომბერში მოხდა სირიელი ჟურნალისტის მკვლელობა, ამ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. თუ ნაჯი ჯერფის მკვლელობა სწრაფად არ გამოიძიებს ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თურქეთში სირიელი ჟურნალისტები დაცულები არ არიან“. – აცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციაში.

 

იტვირთბა....