ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანიკიძე გახარიაზე: არ მგონია, ხელოვნური იყოს, იგი აშფოთებს ოცნებას და ივანიშვილსაც

ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას წევრმა, დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ პალიტრანუსის გადაცემა ნიუსრუმში ექსპრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შესახებ საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სიმპათიებს გამოხატავს მთავრობის ყოფილი მეთაურის მიმართ.

„ეს საკმაოდ სერიოზულად აშფოთებს ქართულ ოცნებას და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილსაც. ის ეპისტოლე, რომელიც მან გამოგზავნა, იყო „გემზე ამბოხების“ ჩასახშობად, იმიტომ, რომ ქართული ოცნების იმ ნაწილმა, რომელიც გახარიას არ გაყვა, გაიხსენა ბიძინას დანაქადნები, როცა თქვა, ნამდვილ ოპოზიციას შევუწყობ ხელსო. ჩათვალეს, რომ ამას აკეთებს. მითუმეტეს, გახარიამ ბიძინაზე კრინტი არ დაძრა და იფიქრეს, რომ გაყიდულები ვართო“, – განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, გიორგი გახარიაზე არ ფიქრობს, რომ ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციაა.

„არ მგონია, რომ ხელოვნური იყოს, შეიძლება იდეაში ასეა, მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ ხელისუფლებისგან „გამოჩეკილი“ და მართული ოპოზიცია ვერ ძლებს“, – აღნიშნა სანიკიძემ.

ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ ახალი პარტიის საქართველოსთვის პრეზენტაცია 29 მაისს გამართა.

იტვირთბა....