ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 25.8% შეადგინა, – აღნიშნულის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტრომა გოგიტა თოდრაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  დამამუშავებელი მრეწველობის დარგმა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობამ, ვაჭრობამ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა საქმიანობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა, მშენებლობამ და სატრანსპორტო დარგებმა.

იტვირთბა....