ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე ჟვანიაზე : გაგდებას წასვლა არჩია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მეტრონომთან საუბრისას ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟვანიამ გაგდებას წასვლა არჩია.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო.

„ეს გარდაუვალი იყო,  მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ ექნებოდა ნდობა. თანაც ახალი საარჩევნო კანონი იძლევა საარჩევნო კომისიის ახლად ფორმირების შესაძლებლობას და ამიტომ, საკითხი მისი გადაყენების შესახებ ხდებოდა უფრო აქტუალური. ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოუწევდა, ამიტომ, გაგდებას წასვლა არჩია”, –  განაცხადა გოცირიძემ.

შეგახენებთ, რომ ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე, თამარ ჟვანია 2018 წელს აირჩიეს. თანანმდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჟვანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

 

იტვირთბა....