მთავარი პოლიტიკა ციტატა

ვაშაძე: ქართულ ოცნებას პარლამენტში ზარქუა კლოუნად ჰყავს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გორგი ვაშაძემ, ქართული ოცნების დეპუტატს ირაკლი ზარქუას პალიტრანიუსის გადაცემაში კლოუნი უწოდა.

“ის კლოუნი რომ არის პარლამენტში, სპეციალურად  ქართული ოცნება პასუხს რომ ვერ მცემს, მაშინ ჰყავთ მომაგრებული – ზარქუა, კლოუნი. გამოდის და პოპულიზმიო, პოპულიზმი კი არა კლოუნად ჰყავს ქართულ ოცნებას.  ასეთი პიროვნებები, ასეთი გაუნათლებლები, პარლამენტში რომ ჰყავს ქართულ ოცნებას, ყველა მეორე სიტყვაში რომ შეცდომას უშვებს. ტყუილად კი არ ვუთხარი მას, რომ თხა და გიგო წაიკითხეთქო, იმიტომ რომ რაც გამოტოვე ცხოვრებაში, უნდა დაიწყო იქედან. წაიკითხე თხა და გიგო, მერე ცოტა გაართულე, შეიძლება ბიძია თომას ქოხამდე მიხვიდე და მერე შეიძლება პარლამენტამდე მიაღწიო”, – თქვა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით დაბალი განათლების მქონე ადამიანების ყოფნა პარლამენტში არის სირცხვილი და ნაცვლად, პენსიონერებისთვის პასუხების გაცემისა, ოცნებას კლოუნადა აქვს მოწყობილი

იტვირთბა....