ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გაბუნია: ინდური შტამის დამატებით 7 შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში დელტა შტამის ე.წ. ინდური ვარიანტის დამატებით 7 შემთხვევა დადასტურდა.

“დელტა ვარიანტის ე.წ ინდური შტამის  გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ადრეც გააკეთა ინფორმაცია და დამატებით კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყნაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით დაახლოვებით 10-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას უკავშირდება კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან. 22 იყო გუშინ გარდაცვლილთა მაჩვენებელი და რთულია ასე პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება, მაგრამ სავარაუდოდ შესაძლოა, რომ კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....