ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფალავანდიშვილი ღირსების მარშის ჩაშლის მიზნით რუსთაველის მეტროსთან კარვების გაშლას გეგმავს

ანტი-ლგბტ აქტივისტი, გურამ ფალავანდიშვილი, “ღირსების მარშის” ჩაშლის მიზნით, რუსთაველის მეტროსთან კარვების დადგმას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფალავანდიშვილის ორგანიზაცია, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, ფეისბუქზე ავრცელებს. ამასთან, იგი აქციას 30 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან და შემდეგ აშშ-ს საელჩოსთან აანონსებს:

“1-დან 5 რიცხვამდე ხელს შევუშლით ე.წ. „ლგბტ კვირეულის“ განმავლობაში ნებისმიერ მათ აქტივობას. 4 ივლისის საღამოდან მეტრო რუსთაველთან დავდგამთ კარვებს, რათა კეთილსინდისიერ საზოგადოებასთან ერთად 5 ივლისს ხელი შევუშალოთ, არ ჩავატარებინოთ, ჩავშალოთ გარყვნილი უღირსების მარში”. – წერია განცხადებაში.

ცნობისათვის, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული უნდა ჩატარდეს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება.

იტვირთბა....