ოზურგეთში 16 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით არასრულწლოვანს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, პაცინტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„აღენიშნებოდა კისრის არეში მარჯვნივ ნაკვეთი ჭრილობა, 3-4 სანტიმეტრის. დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რამდენიმე საფანტი, რაშიც უგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი“, – აღნიშნა კლინიკის ექიმმა, დავით მდინარაძემ TV პირველთან საუბრის დროს.
არასრულწლოვნის ოჯახის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი მათთვის უცნობია და შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს არ ფლობენ.
გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი იდენთიფიცირებულია.