ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰერპეტოლოგი: თბილისში წელს 4 გიურზა დავიჭირეთ

ზაფხულის მოსვლასთან ერთად დედაქალაქში ქვეწარმავლები მომრავლდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით „მეტრონომი“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგს რატი მამუკაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქში უკვე 4 გიურზა დაიჭირეს.

მამუკაშვილის თქმით, დედაქალაქში ყველაზე მეტად გველხოკერაა გავრცელებული.

‘’დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე არის გველების გავრცელების არეალი, ბოლო 5 წლის სტატისტიკა კვლავ უცვლელია, არ არსებობს განგაშის საფუძველი. რაც შეეხება შხამიან გველებს, ერთ-ერთი მათგანი არის გიურზა, რომელიც ძირითადად გავრცელებულია კრწანისში, ორთაჭალაში, ფონიჭალაში, აფრიკისა და ლილოს დასახლებაში. წლევანდელი მონაცემით 4 გიურზა გვყავს დაჭერილი. ასევე შეიმჩნევა გირუზას მონათესავე ცხვირრქოსანა გველგესლა, რომელიც ბინადრობს თბილისის შემოგარენში და დედაქალაქში მისი არსებობა ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა“, – ამბობს ჰერპეტოლოგი.

მისი თქმით, თბილისში ასევე გავრცელებულია გველხოკერა, რომელიც სრულიად უწყინარია, თუმცა მისი გაბარიტებიდან გამომდინარე საკმაოდ საშიშად გამოიყურება.

იტვირთბა....