დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ამ კითხვაზე გამოკითხული მოსახლეობამ განაცხადა, რომ:
25% — ქართული ოცნება;
19% — ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია;
10% — საქართველოსთვის-გიორგი გახარია;
3% — სტრატეგია აღმაშენებლი;
3% — ლელო;
3% — ლეიბორისტული პარტია;
2% — პატრიოტთა ალიანსი;
2% — გირჩი-მეტი თავისუფლება;
2% — გირჩი;
2% — ერთობა, რაობა, იმედი — ლევან ვასაძე;
1% — ევროპული საქართველო;
1% — გამარჯვებული საქრთელო;
1 პროცენტი ან 1 პროცენტზე ნაკლები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.