Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62 პროცენტს უნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და არ სურს, ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტი მიიღოს. ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 38 პროცენტი ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.