არის თუ არა ეფექტური არსებული ვაქცინები, კორონავირუსის ინდურ შტამთან მიმართებით იმ ფონზე, როდესაც კოვიდის აღნიშნული ვერსია უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება – კითხვაზე პასუხების მიღებას სპეციალისტებიც დაჩქარებული ტემპებით ცდილობენ.
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ მაქსიმუმ ორ თვეში ინდური შტამი კორონავირუსის დომინანტი ვერსია იქნება.
“ყველა მონაცემი მიანიშნებს, რომ დელტა ვარიანტი ალფა ვარიანტთან შედარებით, დაახლოებით 60-65%-ით მეტი გადამდებლობით ხასიათდება. ჯერ არ არის დაზუსტებული ის რამდენად აისახება სიკვდილობის მაჩვნებელზე, თუმცა, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილია”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი2-ს განუცხადა.
უკვე დადასტურებულია, რომ Pfizer და Astrazeneca ეფექტურია. ჯერ არ არსებობს სამეცნიერო კვლევა ჩინური მწარმოებლების ვაქცინაზე, თუმცა დამაიმედებელია სპეციალისტების შეფასება, რომელსაც ისინი პრაქტიკული დაკვირვების შედეგად – მათ შორის, ინდოეთის მაგალითზე აკეთებენ.