[su_quote] ადრე რომ ვამბობდით, ვიღაცეებს ეჭვი ეპარებოდათ და ახლა რაღას იტყვიან როდესაც კონკრეტული ფაქტით მტკიცდება რომ მოღალატე გახარია არის სააკაშვილის მოკავშირე! ვინმეს დარჩა კითხვები? პრინციპში ზოგიერთ მათგანს, ისე აქვს დაბრმავებული თვალები, მაშინაც არ დაიჯერებენ, არჩევნებზე ერთი პარტიით რომ იყრიან კენჭს – “ნაციონალური მოძრაობა ერთიანდება საქართველოსთვისა” [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და ამით, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.