სოციალურ ქსელში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანებს ხშირად ბევრი დეტალი ეპარებათ. მაგალითად, ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რამდენის საშუალებას იძლევა Facebook.
გამორთეთ სტატუსი “ნანახია” შეტყობინებებში
რაც ეს ფუნქცია გამოჩნდა, ბევრის ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა, რაც ბუნებრივიც არის. ბევრს არ ესიამოვნება მისთვის საჭირო ინფორმაციას იგნორირებას რომ უკეთებენ.
თუ არ მიეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვისთვისაც სხვის გრძნობებზე თამაში სულერთია, ისარგებლეთ ბრაუზერის გაფართოების ფუნქციით. ფეისბუქის დესკტოპის ვერსიაში ის ნანახია სტატუსს გამოგირთავთ. მაგალითად Chrome-თვის ეს არის Facebook Unseen, Firefox-სა და Explorer-თვის Chat Undetect
დამალეთ თქვენი ონლაინ–სტატუსი მომაბეზრებელი მეგობრებისგან
თუ რომელიმე მეგობარი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ მას კონკრეტულად გამოურთოთ ჩატი. ამისთვის მისი სასაუბროს ზედა მარჯვენა მხარეს შესაბამის ღილაკს მარტივად იპოვით.
მისგან მოსული შეტყობინებები, ჩვეულებრივად, შემომავალ წერილებში შეინახება.
სიახლეების გრაფაში ნახეთ მარტო იმ ადამიანებისა და გვერდების სიახლეები, რომლებიც გამოწერილი გყავთ
იმისათვის, რომ ადამიანმა, რომელსაც ვერც მეგობრობაზე ეუბნებით უარს და არც მისი პოსტები მოგწონთ, თავი რომ არ მოგაბეზროთ, ფეისბუქმა კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგცათ: გამოიწერეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც გინდათ, შესაბამისად მხოლოდ მათი სიახლეები გამოჩნდება თქვენი სიახლეების გრაფაში
წაიკითხეთ დაფარული შეტყობინებები
შესაძლოა, ბევრი რამ არც იცოდეთ ამ ფუნქციის გამო, რადგან ფეისბუქი სხვა მომხმარებლების შეტყობინებებს დაფარულ განყოფილებაში ინახავს, მათი მოსვლისას კი შეტყობინება არ მოგივათ.
დააჭირეთ ღილაკს, ძირითად იმ მიმოწერის გვერდზე და წაიკითხეთ, რა იყო დაფარული!
დამალე მეგობრების სია სხვებისგან
თუ არ გსურთ, თქვენი ნაცნობების ვინაობის შესახებ უცნობებმა გაიგონ, მარტივად მონიშნე, რომელ წრეს შეუძლია შენი მეგობრები ნახვა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტე, დატოვო თუ არა ის ღიად.
გამორთე ვიდეოს ავტომატურად ჩართვის ფუნქცია
ეს ფუნქცია განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც ფეისბუქით მობილურის საშუალებით სარგებლობს. შედით ფოტოებისა და ვიდეოების განყოფილებაში, ავტო-ჩამრთველთან და მოითხოვეთ საჭირო ფუნქცია შეცვალე ურთიერთობაში ყოფნის სტატუსი ზედმეტი დრამების გარეშე.
თუ შეყვარებულს ახლახანს დაშორდით და უკვე ახალ თავგადასავლებს ეძებთ, ამის შესახებ კი არ გსურთ, რომ თქვენ მეგობრებმა გაიგონ, რადგან მათ შორის არის თქვენი ყოფილიც, შეცვალეთ სტატუსი ისე, რომ ახალი ინფორმაცია მხოლოდ თქვენ ხედავდეთ. ურთიერთობის პანელში მიუთითეთ მხოლოდ მე.
შეინახეთ საინტერესო პოსტები და წაიკითხეთ ისინი მოგვიანებით
ყოველდღიურად ათასობით პოსტი გხვდებათ და ბუნებრივია, ყველას წაკითხვას ვერ ახერხებთ. დროის უქონლობის გამო, შესაძლოა გამოჩნდეს ისეთიც, რომლის დაწვრილებით გაცნობა ც გინდათ, მაგრამ კონკრეტულ მომენტში ვერ ახერხებთ.
იმისათვის, რომ პოსტი მომავალში წაიკითხოთ, დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში ისარს, ხოლო მენიუდან აირჩიეთ განყოფილება “შეინახეთ”.
რადიო “ფორტუნა”