საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge-ზე ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 329, PCR ტესტით – 9 408.