საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, წინააღმდეგ შემთვევაში ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას, ეს დამოუკიდებელი შტოა, იმედი მაქვს, რომ სასამართლო სისტემა გაუმჯობესდება, დაახლოებით 25 წელია აშშ ამ სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება საქართველოს, პროცესი უნდა გაგრძელდეს და კარგი იქნებოდა ეს ინკლუზიური წესით მოხდეს და ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებული იყოს.
ეს დამოკიდებულია პარლამენტზე და მმართველ გუნდზე, შეაჩერებენ თუ არ ამ პროცესს, ამით გამოჩნდება რამდენად ერთგული არიან 19 აპრილის შეთანხმების მიმართ. მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, ეს თუ ასე არ მოხდება, წამოჭრის სხვადასხვა საკითხებს, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მაშინ ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი” – ამბობს კელი დეგნანი.
26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია.