ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამინაცვალი და დედა 7 წლის ბავშვის წამებისთვის დააკავეს

თბილისში სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის წამების ბრალდებით მამინაცვალი და დედა, 1993 წელს დაბადებული პირები დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. და მისი მეუღლე – ა.ს. არასრულწლოვანს – 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

იტვირთბა....