ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამყრელიძე: არის მაღალი რისკი იმისა, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრეიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად გაუმჯობესებული ეპიდსიტუაციისა, მოსალოდნელია, რომ სიტუაცია გაუარესდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, ეს გაუმჯობესება გახლავთ ძალიან ნელი ტემპით. არის მაღალი რისკი იმისა, რომ სიტუაცია გაუარესდეს. ამის საწინააღმდეგოდ აუცილებელია რამდენიმე ღონისძიების მუდმივად გატარება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ქვეყანაში 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

იტვირთბა....