ქართული ოცნება მასშტაბური თავყრილობისთვის ემზადება. მოსაწვევები ღონისძიების დამსწრე პირებს უკვე დაურიგეს. როგორც ირკვევა, ბორჯომში დაგეგმილი პარტიული შეხვედრის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრაზე 10 წლიან ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრებენ. მათი თქმით, ასევე, იმსჯელებენ საარჩევნო საკითხებზეც. ქართული ოცნების წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ პრემიერის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერია.
“ბატონ პრემიერს ნუ წაართმევთ იმის უფლებას, რომ გუნდთან ურთიერთობა იქონიოს და ჩვენ ამ ინიციატივას ძალიან დიდი სიმოავნებით და ენთუზიაზმით დავთანხდმით. იქ, სადაც სკანდალი არ არის, თქვენ ვერ იპოვით ამას. მიეცით პარტიას, გუნდის ლიდერებს საშუალება, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ვითარებაში იმსჯელოს გუნდთან ერთად, გავიაროთ რაღაც საკიტხები, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
მმართველი პარტიის მასშტაბური ღონისძიება ბორჯომში 19-20 ივნისს გაიმართება.