ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება

“პუტინს ვუთხარი, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ის ასევე შეეხო სირიის საკითხს.

“მე ვუთხარი პუტინს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება. ეს ადრეც ვთქვი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ნავალნის არ ეხება და ცდილობს, რაციონალური გახადოს ოპოზიციონერის მიმართ მოპყრობა და შემდეგ ნავალნი მოკვდება. მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

“მე მკითხეს, რატომ არის მნიშვნელოვანი გვქონდეს პრობლემები სირიის პრეზიდენტთან. მე ვუპასუხე: „რადგან ის არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ის არღვევს ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის შეთანხმებას. მას ვერ ენდობი. საქმე ეხება ნდობას“, – განაცხადა ბაიდენმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟენევაში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან საუბრისას ისინი ელჩების დაბრუნების საკითხს შეეხნენ, თუმცა როდის დაბრუნდებიან დიმლომატები საკუთარ მისიებში, დაზუსტებული ჯერ არ არის.

ბაიდენი-პუტინის უმაღლესი დონის შეხვედრის მთავარი საკითხები ცნობილია, თუმცა საქართველო და  მისი ტერიტორიების ოკუპაცია დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

იტვირთბა....