ISIS ახალ ვიდეოს ავრცელებს და ისრაელს თავდასხმებით ემუქრება. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
“პალესტინაში დაიმარხებით, ებრაელებო”-ნათქვამია “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.
ჯიჰადისტები ამბობენ, რომ აშშ-ს მიერ შექმნილი კოალიცია მათ ვერ დაასუსტებს.
“ღმერთის წყალობით ჩვენ გავიმარჯვებთ. რაც უფორ ინტენსიური იქნება ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა, მეტად გავძლიერდებით”.-ამბობს ISIS ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჩანაწერში.
“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აკრიტიკებს ისლამური ქვეყნების მიერ შექმნილ კოალიციასაც, რომლის მიზანს ISIS-ის განადგურება წარმოადგენს.
შეგახსენებთ, ალ-ბაღდადმა ბოლო საჯარო მიმართვა 2015 წლის მაისში გააკეთა. მედიაში მას შემდეგ მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა.
იტვირთბა....