15 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 1 092 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 775, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი.
რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს, პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 355 368 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი ჯამური რაოდენობა 341 103-ია, ხოლო პირველი შემთხვევიდან დღემდე სულ გარდაიცვალა 5 083 ადამიანი.