თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა, რომ ნინოწმინდის პანსიონში არსებული რეალობა იმისგან განსხვავებულია, რასაც მედია ავრცელებს.
“ბოლო კვირების განმავლობაში ვაკვირდები მოვლენებს, ვაკვირდები თქვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დკავშირებით, რომ, თითქოს, იქ ხდებოდა უბედურება და საშინელება, თუმცა, რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. თქვენც იყავით იქ მისულები და ნახეთ სხვა რეალობა, შესაბამისად, გამიჭირდება, სწორი აქცენტების გაკეთება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ნანახი ჰქონდა თუ არა სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ, რადგან, დასაშვებია, რომ იქ მათთვის საფრთხის შემცველი გარემო იყოს.