ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო

“ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო”.- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ჰქონდა თუ არა დაძაბული ურთიერთობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
“მე მესმის, რომ ეს კითხვები საზოგადოებას აინტერესებს, მაგრამ რეალურად ამ კითხვების უმეტესობა ჩემთან არ არის. მე გეტყვით რა დამოკიდებულება მქონდა. ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო. თქვენ ალბათ, გინახავთ, როდესაც საზოგადოებაში ერთანეთს ვხვდებოდით, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ამასთან ერთად, ორი წლის განმავლობაში ჩემგან იყო მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ, ძირითადში წარუმატებელი იყო, რომ ბატონი ირაკლი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან და საერთოდ, მინისტრთა კაბინეტიც, პარლამენტიც”, – ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა ღარიბაშილის საქმიანობაც შეაფასა. მისი თქმით, საქართველომ ამ ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მთლიანად როგორც ქვეყანამ და ბუნებრივია, რომ ამ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობასაც და მის თავმჯდომარესაც.

იტვირთბა....