ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჯანელიძეს წარადგენს. ამის შესახებ ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას”, – ნათქვამია გიორგი კვირკაშვილის განცხადებაში.
ჯანელიძე კვირიკაშვილის მოადგილე იყო. მას განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს მიღებული. საერთაშორისო ურთითობების გარდა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია.

იტვირთბა....