[su_quote] მიშა რაღაცას რომ ამბობს ჩემზე… რომ გინდა ქვეყანაში პირველკაცობა და მობრუნება, იქიდან რომ ასე გვეუხეშები, ამან კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. ახლა იქ დამალული რომ არის, ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს. მერე ჩვენი შეხვედრა გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა? ბელადუმანიას მოეშვას. ბიძინა ხომ წავიდა, წავიდეს ესეც და თავი დაანებოს, მელიაც სხვანაირად მოიქცევა, ხალხის უფრო დაგიჭერთ მხარს. მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში?! 2012 წლის არჩევნები გაიხსენონ, რატომ წააგეს? კარგად დამიპირისპირდნენ და რასაც მიიღებენ, თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ, რომ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო. თუ უნდათ, რომ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ წესიერად. ჩემი ქვეყნისთვის მე თავსაც ვდებდი, ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრი. ესენი კიდევ გარბიან უცხოეთში. მელია ხომ დაიჭირეს, ვაჟკაცურად მოიქცა, დარჩა. ლენინი ხარ ფინეთში, თან იქიდან რომ მელაპარაკები, მისი ხალხი დამიპირისპირდეს და რასაც მოიგებენ, არავის გაუყონ [/su_quote]
ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.