ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ფხიზელი გეუბნებით ამას, გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა

“ზედმეტ პატივად მიმაჩნია, გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო”, – ამის შესახებ წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე იაკობიმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე იაკობი ექსპრემიერმინისტრი ისევ უპირისპირდება და მას “კრიზისმეიქერს უწოდებს”. მისივე მტკიცებით, გიორგი გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა და აღარ აპირებს, ეს თემა საიდუმლოდ შეინახოს. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ამბობს, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არ არის:

“მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება, რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი, გიდასტურებთ, ხომ იძახოდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით ამას.

ვინც ოცნებას უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული ლოკდაუნი გინდათ?! თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?! ამათი შეცდომა იყო, რომ პიარი გაუკეთეს, კრიზისმენეჯერიაო ამბობდნენ – კრიზისმეიქერია და არა კრიზის მენეჯერი”, – თქვა მეუფე იაკობმა.

 

იტვირთბა....