aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

გოლეთიანი: თუ ვინმე ფიქრობს, რომ 100 წელი 49 წლად გადაკეთდება და პრობლემა მოგვარდება, ასე ვერ იქნება

თუ ვინმე ფიქრობს, რომ 100 წელი 49 წლად გადაკეთდება მხოლოდ და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იქნება ამ პრობლემის გადაჭრა… არ უნდა მოვტყუვდეთ ამ ნაწილში. მე დაწმუნებული ვარ, რომ აქ სწორედ ამ ცვლილებაზეა საუბარი, რომ 100 წელი გადაკეთდეს, რაც არსებითად საერთოდ არაფერს არ ცვლის პროცესში. ზუსტად იგივე მოხდება, რაც გადაუკეთებლადაც იგეგმება ხეობაში. ამას კიდევ სხვა ფორმატი სჭირდება, რომ კარგად ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ არ შეიცვლება ამით რამე კონკრეტულად
aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე ეხმაურება რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესთან დაკავშირებით პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. გოლეთიანის კომენტარს პუბლიკა ავრცელებს. პრემიერის თქმით, არსებული პირობებით ნამახვანჰესის პროექტი არ გაგრძელდება.

იტვირთბა....