ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა ხაბეიშვილს: დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ბევრ რამეს ისწავლი

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს მიმართა და უთხრა, რომ პარლამენტში ყოფნით დებატებსა და პოლემიკას ისწავლიდა.

“ლევან, მოგესალმები პარლამენტში. მიხარია, რომ აქ ხარ შენს გუნდთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს ისწავლი — დებატებს, პოლემიკას”,- მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს.

ხაბეიშვილმა, ასევე, ისაუბრა 19-21 ივნისის ამნისტიაზე და განაცხადა, რომ დაზარალებულები არიან ორივე მხარეს და ის თანაბრად ეხება როგორც მაკო გომურს, ისე პოლიციას.

“რომელიმეს თუ განსხვავებული პოზიცია გაქვთ, ადექით და თქვით, მოგისმენთ. ასევე, ითქვა, რომ ამნისტია შეეხება ყველას, გარდა იმ კონვენციით დაცული მუხლებისა, რომელიც არის წამება და უფლებამოსილების გადამეტება. თუ მელია დამნაშავედ თვლის თავს, გამოვიდეს და თქვას. თუ არ გრძნობს თავს დამნაშავედ, დაუტოვეთ უფლება, რომ მოითხოვოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სტრასბურგში გააგრძელოს”, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე, ზარქუამ მომხსენებელს, ანრი ოხანაშვილს მიმართა კითხვით, შეეხება თუ არა ნიკა მელიას ამნისტია, თუ ის კონკრეტულ განცხადებას არ გააკეთებს ამნისტიის შესახებ.

იტვირთბა....