მამა ილია ვაშაკიძე არ აპირებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს
მამა ილია ვაშაკიძეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმოქმედება აეკრძალა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო და ვაშაკიძის საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. თავად მამა ილია ამბობს, რომ საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება.
“წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. განჩინების მიხედვით, მღვდელმონაზონი ილია საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო, მაგრამ არ გამოცხადდა. წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19-ე კანონების საფუძველზე, მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება”. განჩინების ტექსტის მედიისთვის გაცნობისას მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა.
თეოლოგი ლევან სუთიძე „მეტრონომთან“ საუბარში აცხადებს, რომ სინოდმა იცრუა, როდესც თქვა, რომ ილია ვაშაკიძე სხდომას არ დაესწრო, რადგან ის ამ სხდომაზე არ მიუწვევიათ. სუთიძე ვაშაკიძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვას მის კრიტიკულ განცხადებებსაც უკავშირებს.
„როგორც თავად ამბობს, ილია ვაშაკიძე სწორედ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიაში შეუძლია აიტანონ არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა. მას აღუდგინეს ღვმდელომოქმედება, ხოლო ადამიანები რომლებიც მათ სამართლიანად აკრიტიკებენ ხშირ შემთხვევაში, ვიმეორებ ხშირ შემთხვევაში და არა ყოველთვის, ისინი განაყენონ და გააჩუმონ. როგორც ჩანს, იცრუონ კიდეც, რადგან მათ თქვეს, რომ ვაშაკიძე დაიბარეს სინოდის ხდომაზე. როგორც ილია ვაშაკიძე ამბობს, ის არავის დაუბარებია“. -აცხადებს სუთიძე.
რამდენად ხშირია საპატრიარქოს მიერ მისთვის არასასურველი პირების მოშორება სინოდის მეშვეობით?
სუთიძე ამბობს, რომ საკმაოდ ხშირია საპატრიარქოს მხრიდან მსგავსი ქმედებები.
„ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ვასილ კობახიძის მღდელმოქმდების შეჩერება. ამ ადამიანებს სინოდის სხდომაზე არ იბარებენ და არ აძლევენ შესაძლებლობას თავი იმართლონ სინოდის წინაშე. მოგეხსენებათ, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, სინოდი არის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის მატარებელი. ამ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციას სინოდი აღასრულებს უსამართლოდ. ადამიანებს არ აძლევთ შესაძლებლობას თავი იმართლონ. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის კანონიკის მიხედვით, ადამიანებს რომელთაც შენ განკვეთ, უნდა მისცე საშუალება თქვან საკუთარი სიტყვა, ისინი კი ამ ადამიანებს ამის საშუალებას არ აძლევენ“. – ამბობს სუთიძე.
სინოდის გადაწყვეტილებაში ნახსენები იყო კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის მე-19 კანონები. სუთიძე ამტკიცებს, რომ ეს კანონები შეცდომით იყო მითითებული.
„საქართველოს მართმადიდელი ეკლესიის მესვეურების მათი მომხვეჭელობის გამო, შეუძლიათ დასაჯონ ადამიანი. იქ მითითებულია არასწორი მუხლი კონსტანტინეპოლის კრების კანონისა, ჩვენ გვაქვს დამდგარი ფაქტი იმისა, რომ წმინდა სინოდის ოქმში წერია ღია სიცრუე“. – აცხადებს სუთიძე.
მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში გვაქვს მოტანილი საპატრიარქოს პოზიცია, ჩვენ მაინც დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმოამდგენელ მიქაელ ბოტკოველს. მან „მეტრონომთან“ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, მეტიც ტელეფონი გაგვითიშა.
საპატრიარქოს მიერ განკვეთილი მღვდელი მამა ილია ვაშაკიძე არ აპირებს ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მარიამ ვარადაშვილი