ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ოცნებიდან ვერავინ ვიპოვეთ, ზარსაც არ პასუხობდნენ

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები არც პარლამენტში იყვნენ, ზოგი არც ზარს პასუხობდა.

“ახლა ვიღაცა გამოვა და დამდებს ბრალს იმაში, რომ მე, თურმე, ნაციონალებთან რაღაც კავშირი მაქვს. მე, ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე არცერთი ეს ვაჟბატონი…ვერც ვიპოვეთ პარლამენტში. სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცოდა. ცარიელი იყო პარლამენტი და ვეძებდით, სად გვეპოვა ვიღაცები, რომ კაბინეტში შევსულიყავით და გვემუშავა. ზოგი ზარსაც არ პასუხობდა.”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მელიას დაკავებსთან დაკავშირებით არაფერს გააკეთებდა ისეთს, რომ პარტია დაეზიანებინა.

 

იტვირთბა....