[su_quote] ქართული ოცნების ამომრჩეველო! როდესაც თქვენი რჩეული პარტია ცდილობს დაგარწმუნოთ გახარიას და სააკაშვილის ალიანსის შესახებ ლოგიკურ აბსურდში, ეს ნიშნავს, რომ ბრიყვებად მიაჩნიხართ… არ გიტყდებათ?!… [/su_quote]
ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თებერვალში გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივად შეთქმულებას აწყობდნენ.

