დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir Georgia -ი კიდევ რამდენიმე მიმართულებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა რეისები ვარშავის, კატოვიცეს, გდანსკის, რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ამ ქალაქების რიცხვს კი, კიდევ 3 მიმართულება დაემატება.
როგორც ცნობილი გახდა, wizzair -ი ფრენებს შედეგი მიმართულებებით განაახლებს: ვროცლავი, ვენა და ბუდაპეშტი.
ბუდაპეშტიდან პირველი განახლებული რეისი ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით 19 ივნისს შესრულდება, ვროცლავიდან – 26 ივნისს, ხოლო ვენიდან – 29 ივნისს.
თავდაპირველად, Wizz Air -ი აღნიშნულ მიმართულებებზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.