ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ბავშვთა საკითხებზე კლინიკურად მომუშავე ყველა ორგანიზაციას გაერთიანებას თხოვს, რათა მთავრობისგან საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა მოითხოვონ.
“მოვუწოდებ ყველა კოლეგას, პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც კლინიკურად მუშაობს ბავშვთა საკითხებზე გავერთიანდეთ და გავაკეთოთ საერთო მიმართვა, ავუხსნათ საზოგადოებას რატომაა სარისკო ის სიტუაცია, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონშია შექმნილი მთელი ამ წლების მანძილზე, რა გამოწვევების წინაშე დგანან ახლა იქ მყოფი ბავშვები და მოვითხოვოთ მთავრობისგან შექმნას მულტიდისციპლინური საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დავიცვათ ამ ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა და ინტერესები”, – განაცხადა ცირამუამ.
აქვე, მეუფე სპირიდონს ნინოწმინდის პანსიონის კარი ჩაკეტილი აქვს, ომბუდსმენს არ უშვებს და ამბობს, რომ მის იქ შეშვებას სიკვდილი ურჩევნია.