ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელმა მეუფე სპირიდონმა განაცხადა, რომ იმ სახლში ომბუდსმენისა და ტელევიზიების შეშვებას სიკვდილი ურჩევნია.
“ეკლესიის მიმართ ასეთი მტრული განწყობით არიან, სანამ ისინი დღედაღამ ცილს წამბენ დედა ეკლესიას…საქართველოს ყველაზე დიდი სიწმინდე არის კათალიკოს-პატრიარქი… უამრავ ხალხს ვეკითხები, ყველა უკვე ზიზღით ლაპარაკობს. მე რატომ უნდა შემოვუშვა. თქვენ თუ შვილებთან არ შეუშვებთ, ეს ბავშვები მე გავზარდე აქ, ესენი ჩემი შვილები არიან. ამას მირჩევნია სიკვდილი”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
მისივე თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ყველაფერი კარგადაა და ის, რაც ხდება, ცილისმწამებლური კამპანიაა, ამიტომ არც ტელევიზიებს, რომლებიც კრიტიკულად აშუქებენ ბავშვთა სახლში მიმდინარე მოვლენებს და არც ომბუდსმენს არ ენდობა.