ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელმა ფორმულასთან ისაუბრა, რომ ერთ-ერთ აღმზრდელს 6-7 წლის ბავშვი ცემაში შემოაკვდა.
“ეზოში ვიყავით ჩასული და აღმზრდელს ბიჭების ჯგუფიდან 6-7 წლის ბავშვი გოგოებისკენ გაექცა. ამ აღმზრდელმა ჯერ თმით ათრია და გამოიყვანა, მერე იმ დონემდე ცემა, თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ შემოაკვდა. ეს ფაქტიც გაუხსნელია. შემოვიდა მანქანა, გადააფარეს რაღაც “პლიონკა” და წაიყავნეს”, – განაცხადა ბენეფიციარმა.
ბენეფიციარი მოყვა იმასაც, რომ რამდენჯერმე სცადა პანსიონიდან გაქცევა, აღმზრდელი დაეწია და ფეხში დამაძინებელი წამალი გაუკეთა, რის შემდეგაც 3 დღე ეძინა.