ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ყოფილი ბენეფიციარი ფორმულასთან მოყვა, რომ პანსიონში ფიზიკურად სჯიდნენ და მუხლებით ბრინჯზე და პურის მარცვლებზე აყენებდნენ.
“იყო ძალიან მძიმე ფაქტები. იყო ბულინგი, ცემა ლოგინის “რეიკებით”, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. გვცემდნენ თვითონ აღმზერდელები, რომელთაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთის სწამდათ, სინამდვილეში, შიგნით ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ. არ დავიძინებდით შუადღისას და რეიტუზებით თვალებს აგვიკრავდნენ და ძალით გვაძინებდნენ. თუ მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, პურის მარცვლებზე და ბრინჯზე გვაყენებდნენ 24 საათი მუხლებით. იყო ერთი ბავშვი, ვისაც დაავდება ჰქონდა და 18 წლამდე იფსამდა და თვითონ აღსაზრდელები მოსიარულე ფსელს ეძახდნენ”, – განაცხადა ნინიწმინდის ყოფილმა ბენეფიციარმა.
ბენეფიციარის თქმით, იყო ფაქტები, როცა თვითონ აღმზრდელებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ მეუფე სპირიდონი 14 წლის ბავშვის გაუპატიურებაზე იყო ნასამართლევი და როცა უკვე ეპისკოპოსი გახდა, საპატრიარქომ ეს საბუთები დაწვა.