ახალი ამბები მთავარი სამართალი

PHR ხვალ სასამართლოს მიმართავს და ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანას მოითხოვს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხვალ სასამართლოს მიმართავს, რათა ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი გამოიყვანონ. ამის შესახებ PHR-ს წარმომადგენელმა, ანა არღანაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
“ხვალ დილას სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას.
მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი. დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა”, – განაცხადა ანა არღანაშვილმა.
დღეს გავრცელდა ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარის ჩანაწერი, რომელიც პანსიონში გატარებულ გაუსაძლის წლებზე, ცემსა და აძალადობაზე საუბრობს. ბენეფიციარი აღნიშნავს, რომ აღმზრდელები ბავშვებს რეიკით, სახაზავებით სცემდნენ, ბუქნებსა და მეტანიებს აკეთებინებდნენ, თვალებს რეიტუზით უკრავდნენ და აიძულებდნენ, დაეძინათ.
იტვირთბა....