ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ძალადობას წინასწარი შეცნობით არასწრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შსაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.
“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება. 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა”, – ნათქვამია შსს-ს განცახდებაში.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე და ჩატარებულია ექსპერტიზა.