საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი ანგარიშით 1:2 დაამარცხა. გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს.
მასპინძელთა მხრიდან თავი ივანმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ მატჩი ორივე გუნდმა 10-10 კაცით დაასრულეს. მსაჯმა პირველ ტაიმში რუმინელი ტანასე გააძევა, ხოლო მეორე ნახევარში მოედანი ნაადრევად საბა კვირკველიამ დატოვა.