aviabiletebi
ახალი ამბები ციტატა

ხვიჩია: გახარიას მოსაყოლი აქვს საინტერესო ამბები

ვფიქრობ, გახარიას მოსაყოლი აქვს საინტერესო ამბები, უბრალოდ, ჯერ არ გვიყვება. ჩვენ ველოდებით ამბის მოყოლას და არა ვინმეს გალანძღვას… არ ვიცი, დანაშაულის მხილებას ველოდები გახარიასგან? – შეიძლება არც ველოდები. ამბის მოყოლას ველოდები, როცა ამბავს მოგვიყვებიან, მერე გავარკვევთ ამ ამბავში რამე დანაშაულებრივი არის, თუ არ არის. ჯერ ხომ ამბავი გვაინტერესებს? ნეპოტიზმზე, კორუფციაზე ილაპარაკა, თუ არ ვცდები, არაფორმალურ მმართველობაზეც იყო მინიშნებები. 8 თუ 9 წელია, „ქართული ოცნება” ქვეყანას მართავს და ჯერ კიდევ არ ვიცით ის იერარქია, როგორც არის ეს პარტია დალაგებული, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რა ახდენს მათზე ზეგავლენას და ა.შ. არანაირი ჭორაობა არ მინდა, არც არავის ლანძღვა არ მინდა, მე უბრალოდ, ამ კითხვებზე პასუხი მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოდის ოპოზიციაში, ვფიქრობ, ადამიანები მისგან ამ თემაზე საუბარს ელიან, ლანძღვას და გინებას კი არა, პრობლემაზე საუბარს, რაც მან დაასახელა… ჯერ ახალია ბატონი გახარია, ახლახან შემოდგა ფეხი ოპოზიციურ პოლიტიკაში 
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგი ხვიჩამ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა.

იტვირთბა....