ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ეხმაურება და ირაკლი ღარიბაშვილს ქემალ ათათურქის მავზოლეუმის გვირგვინით შემკობისთვის აკრიტიკებს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვირგვინებით შეამკო ქემალ ათათურქის მავზოლეუმი. ეს ის ქემალ ათათურქია, რომელმაც 1921 წელს საბჭოთა ლიდერ ვლადიმერ ლენინთან ერთად დაიპყრო საქართველო. იქ მისვლა და გვირგვინით შემკობა იგივეა, ჩახვიდე მოსკოვში და გვირგვინებით შეამკო ლენინის მავზოლეუმი,”- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრი თურქეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.