[su_quote] გახარიამ გუშინ თავისი გზავნილებით დაადასტურა, რომ მას პრეტენზია აქვს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატზე, რომელსაც არ მოსწონს მაინცდამაინც ქართული ოცნება, კრიტიკულად უყურებს მას, მაგრამ ამასთანავე, მიაჩნია, რომ ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია და ზუსტად ამ სამობილიზაციო ელექტორატით საარჩევნოდ, ძალიან კარგად სარგებლობს ხოლმე, ქართული ოცნება ამ ნეგატიური კამპანიის ფონზე. გახარია ამ ელექტორალური სეგმენტისთვის არის საკმაოდ საინტერესო შეთავაზება, ის არგუმენტები, რომელიც მან გუშინ წარმოადგინა, ზუსტად ამ სეგმენტზეა გათვლილი. გახარია პირველ რიგში არის ქართული ოცნების თავის ტკივილი და არა დანარჩენი ოპოზიციის პრობლემა და კონკურენტი. ოპოზიციასაც შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს გახარიასთან მიმართებაში, არ უნდა დაიხარჯოს მასთან დაპირისპირებაში, რადგან თავად და გახარია აკეთებენ საერთო საქმეს. ქართულმა ოცნებამ ვერ გადალახოს 43%-იანი ბარიერი და შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები [/su_quote]
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.