ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივლისამდე ქართული ოცნების გაშიშვლებით ვარ დაკავებული — ვაშაძე

სტრატეგია აღამშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ივლისამდე არ აპირებს არჩევნებზე ისაუბროს, რადგან სხვა პრობლემებია მისახედი. ამის შესახებ გიროგი ვაშაძემ მთავარის ეთერში ისაუბრა.

“მე მაწუხებს უმუშევრობა, პენსიები, წამლის ფასი და ამაზე ოპოზიცია არ ლაპარაკობს. მუდმივად ლაპარაკობს, როგორ გაიყოფენ თანამდებობებს არჩევნებზე. არ არის ეს მთავარი ამოცანა. ივლისამდე საერთოდ არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. მთავარი პრობლემა ესაა, რომ ნდობა აღვიდგინოთ ხალხისგან. ივლისამდე ვარ ქართული ოცნების გაშიშვლებით დაკავებული პარალმენტში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვშაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ივლისამდე შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებით იქნება დაკავებული.

იტვირთბა....