ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, 1 ივნისს, სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

თელასის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს I და II შესახვევების, კოსტავას, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანის, ნიკოლაძის, ეკალაძის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, მილორავას, ბარნოვის, ბელინსკის, ზიჩის, ძმები ზუბალაშვილების ჩიხის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, შევჩენკოს, აბაკელიას, თარხნიშვილის, შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, სვანიძის, გუდაურის, გურგულიას და ტატიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულუას, გულიას და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....