[su_quote]აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქ მდგომი ადამიანები, მათი უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებს ამ პროექტს, აქვთ გულწრფელი კითხვები და არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ამასთან, ჩვენც, მთავრობა მოწადინებული ვართ, რომ გაძლიერდეს საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი იყოს გამოყენებული, მათ შორის, შესრულდეს ეს პროექტი კარგად, სწორად, ყველას ინტერესის დაბალანსებით. ვინაიდან, ორივე მხრიდან ამოცანა ერთია – ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან[/su_quote]
განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამახვანჰესზე საუბრისას. თურნავას კომენტარს 1tv ავრცელებს.