ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელვაჩაურში, სამკერვალო საწარმოში 50-მდე პირი მოიწამლა

აჭარაში, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სამკერვალო საწარმოში 50-მდე პირი მოიწამლა. ტვ პირველის ინფორმაციით, მასიური ინტოქსიკაცია ხორცით მოხდა.

შპს ფასთ თრექის ადმინისტაციის უფროსის განმარტებით, ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა დღის ბოლოს დაფიქსირდა, თუმცა რამ გამოიწვია თანამშრომლების მასიური მოწამვლა, დაწესებულებაში არ იციან.

ადგილზე 10-მდე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, პოლიციაა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

იტვირთბა....